"ბუნების ქომაგები"

Dienstag, 15. Februar 2022

ეკოსკოლების პროგრამა

ეკოსკოლების პროგრამა პროგრამის მსვლელობისას სკოლებში ჩამოყალიბდა მოსწავლეებისგან, მასწავლებლებისგან, სკოლის ადმინისტრაციის წევრებისგან დაკომპლექტებული ეკოკომიტეტი. ეკოკომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კვლევა ბიომრავალფეროვნების თემაზე, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი მომზადდა სამოქმედო გეგმა. ის არის აუდიტის შედეგებზე დაფუძნებული, ითვალისწინებს აუდიტის პროცესში იდენტიფიცირებულ საკითხებს და წარმოდგენილ რეკომენდაციებს. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ქმედებებს და საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც პროექტის მსვლელობისას განხორციელდება.აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა მოხდა სკოლის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან, სასკოლო საზოგადოებასთან და თემის წარმომადგენლებთან.

 მდგრადობის აუდიტი "დანაგვიანება და ნარჩენების მდგრადი მართვა"  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdOBRqjzka5YRUs3-n6e3kYpT...